ვირტუალიზაციის ტექნოლოგია
VPS (Virtual Private Server) — -ტექნოლოგია, რომელიც ერთი ფიზიკური სერვერის საფუძველზე რამდენიმე ვირტუალური მანქანის დაინსტალირების საშუალებას იძლევა. თითეულ მათგანს გააჩნია დამოუკიდებელი პროცესები,გარანტირებული სისტემური რესურსები, იზოლირებული საფაილო სისტემა, სუპერმომხმარებლის უფლებით დაშვება (root) და ნებისმიერი პროგრამული უხრუნველყოფის დაინსტალირების შესაძლებლობა, ანუ ფუნქციონალურად პრაქტიკულად არ განსხვავდება ჩვეულებრივი სერვერისაგან. ჰოსტინგი VPS-ის პლატფორმაზე რეკომენდირებულია:
- ვებ-საიტებისათვის, რომლებსაც მრავალი მომხმარებელი ნახულობს / და სერვერზე დიდი დატვირტვაა, როდესაც ჩვეულებრივი ჰოსტინგის რესურსები საკმარისი არ არის.
- პროექტებისათვის, რომლების საჭიროებს უსაფრთხოებისა და მონაცემთა კონფიდენციალურობის მაღალ დონეს
- პროექტებისათვის, რომლებიც საჭიროებს პროგრამული უზრუნველყოფის არასტანდარტულ კონფიგურაციას
- ვებ-სტუდიებისა და დიზაინერებისათვის გომოყოფილი რესურსების ფარგლიბში საიტების შეუზღუდავი რაოდენობის განსათავსებლად
- იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა გამოყოფილი სერვერის მახასიათებლები და მისი შეძენა/იჯარა ეკონომიკურად გაუმართლებელია
VPS-ის ვირტუალიზაციის ტექნოლოგია
თითეული VPS მუშაობს როგორც ცალკეული იზოლირებული სერვერი:
- გამოიყენებს განცალკევებულ საფაილო სისტემას, რომელიც მიუღწეველია სხვა VPS-სათვის
- გააჩნია საკუთარი პროცესები, მომხმარებლები და ადმინისტრატორის უფლებით დაშვება ROOT
- ფააჩნია განცალკევებული IP-მისამართები, პორტი და მარშრუტიზაციის ცხრილები
- საშუალებას იძლევა დაინსტალირდეს და დაყენდეს ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფა, მაგალითად ცალკეული ვებ-სერვერი ან მონაცემთა ბაზა
- სისტემურ ფაილებსა /etc/ და სხვა კატალოგებში იძლევა ცვლილებების შეტანის საშუალებას

რესურსების გადანაწილების მოწინავე ტექნოლოგიის წყალობით, თითეული VPS სერვერი იღებს გარანტირებულ, მხოლოდ მისთვის დასაშვებ, რესურსების მინიმუმს (პროცესორი და მეხსიერება). ამგვარად, VPS სერვერის ძალზედ დატვირთვა არ აისახება მეორის მუშაობაზე.
VPS -ის უპირატესობა ჩვეულებრივ (ვირტუალურ) ჰოსტინგთან მიმართებაში
- მართვადობა — ნებისმიერი პარამეტრის დაყენება და პროგრამული უზრუნველყოფის დაინსტალირება
- ეკონომიურობა — განთავსებულ საიტებზე შეზღუდვების არარსებობა
- უსაფრთხოება — მოცემული VPS-ები დაცულია სერვერის სხვა მომხმარებლებისაგან
- რესურსების იზოლირება — მუშაობის სისწრაფე დამოკიდებული არ არის დანარჩენი VPS სერვერების დატვირთვაზე

VPS-ზე Linux-ის კომანდ-კონსოლის მაგალითები












