ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები SaaS და პროფესიონალური ჰოსტინგი საქართველოში

სისტემურ ადმინისტრატორებს

თანამედროვე კომპანიებს იმდენად განვითარებული IT ინფრასტრუქტურა აქვთ, რომ ის ითხოვს სისტემური ადმინისტრატორების მუდმივ ყურადღებას. ActiveCloud საკუთარ თავზე იღებს ტექნიკური მომსახურების ნაწილს - ეს საშალებას აძლევს სპეციალისტებს მეტი ყურადღება დაუთმონ კომპანიის სამუშაო პროცესების გაუმჯობესებას.

ხშირად, ერთი სისტემური ადმინისტრატორი რამდენიმე კომპანიას ემსახურება. ActiveCloud-მა შეიმუშავა სპეციალური მომსახურების პაკეტი იმ სპეციალისტებისთვის, რომლებსაც გააჩნია დიდი სამომხმარებლო ბაზა - ეს იძლევა დამატებითი შემოსავლის მიღების უნიკალურ საშუალებას კომპანიის მომსახურებების რეკომენდაციისთვის. ActiveCloud-ის მომსახურების რეკომენდებით, თქვენ არა მხოლოდ საკუთარ მატერიალურ კეთილდღეობას უზრუნველჰყოფთ, არამედ იძენთ ავტორიტეტულობას ხელმძღვანელობის თვალში.

გადაწყვეტილებების ნიმუშები სისტემური ადმინისტრატორებისთვის

ყურადღება გაამახვილეთ მთავარზე

ხშირად სისტემური ადმინისტრატორები ძალიან ბევრ დროს ხარჯავენ მომხმარებლის კომპიუტერების, კორპორატიული ქსელის და მოწყობილობების წესრიგში მოყვანაზე. ტექნიკურ სპეციალისტს კომპიუტერების გამართული მუშაობის, კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვის, მოწყობილობების უწყვეტი მუშაობის უზრუნველჰყოფის ვალდებულება აკისრია. ActiveCloud გთავაზობთ, ისე მოახდინოთ IT ინფრასტრუქტურის ორგანიზება, რომ ერთ ადმინისტრატორს შეეძლოს 1000-მდე მანქანის მომსაურება და იყოს დარწმუნებული კორპორატიული ინფორმაციის უსაფრთხოებაში!

რეკომენდებული მომსახურებები:

DaaS ადმინისტრირება რეზერვული შენახვა

მიიღეთ დამატებითი შემოსავალი

თქვენ გაქვთ საკუთრი მომხმარებელთა ბაზა? ჩვენ გთავაზობთ მათ გამოყენებას დამატებითი შემოსავლის მიღებისთვის. გაუწიეთ რეკომენდება ActiveCloud-ის მომსახურებებს, მოახდინეთ თქვენი კლიენტების კონსულტირება ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით და მიიღეთ დამატებითი შემოსავალი!

მიშაობთ სამუშაო ხელშეკრულებით? ActiveCloud-მა პარტნიორულ პროგრამაში დამატებითი ყურადღება გაამახვილა სისტემურ ადმინისტრატორებზე, რომლებიც ხელშეკრულებით მუშაობენ კორპორატიული ქსელის მოწყობის, პროგრამული გადააწყვეტილებების სისტემური ინტეგრაციისა და მონაცემთან უსაფრთხოების საკითხებზე. ActiveCloud-თან თანამშრომლობა დაგეხმარებათ, მიიღოთ ფინანსური მოგება, დაიმსახუროთ ხელმძღვანელობის ნდობა და ავტორიტეტი კომპანიაში!

რეკომენდებული მომსახურებები:

Channel Partner

ინოვაციების უპრობლემო დანერგვა

სისტემური ადმინისტრატორებისთვის, ისე როგორც სხვა არავისთვის, ცნობილია, რომ კომპანიაში IT ინფრასტრუქტურაში ინოვაციების დანერგვა მხოლოდ დამატებით პრობლემებს ქმნის მათი ტექნიკური გამართვის თვალსაზრისით. ActiveCloud გთავაზობთ „ღრუბელში“ კორპორატიული სერვერის შექმნის მომსახურებას და საკუთარ თავზე იღებს ყველა სირთულეს, რომელიც მის დამონტაჟებას, გამართვასა და სამომავოლ მომსახურებასთან არის დაკავშირებული.

რეკომენდებული მომსახურებები:

CloudServer ადმინისტრირება
გადაწყვეტილებები
თანამშრომლობა
შემოგვიერთდით
ტექნოლოგიები
ქიაჩელის ქ.26
საქართველო, თბილისი, 0108
როგორ გვიპოვოთ?
+995 32 255-99-28, ფაქსი:255-99-27
e-mail: sales@activecloud.ge
საკონტაქტო ინფორმაცია