ყველაფერი კარგად მუშაობს. დიდი მადლობა ასეთი არაჩვეულებრივი ტექნიკური მხარდაჭერისთვის!
კოტე შენგელია
მცირე და საშუალო ბიზნესი
ActiveCloud-ის გადაწყვეტილებები შემუშავებულია იმისთვის, რომ თქვენ შეგეძლოთ საკუთარი ბიზნესის დაწყება, ან მისი ეფექტურობის გაზრდა. აღნიშნული გადაწყვეტილებები დაგეხმარებათ არა მხოლოდ ხარისხიანი და გაყიდვადი საიტის შექმნაში, არამედ კომპანიის თანამშრომლების მუშაობის ორგანიზებაშიც.
თუ თქვენ უკვე შექმნილი გაქვთ ბიზნესი და გსურთ, ხარჯები შეამციროთ IT ინფრასტრუქტურაზე, ActiveCloud-ის გადაწყვეტილებები დაგეხმარებათ გააკეთოთ ეკონომია ადმინისტრაციაზე, თანამშრომელთა მუშაობის კონტროლსა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის შენახვაზე.
ActiveCloud გთავაზობთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაგეხმარებათ ხარისხიანი IT ინფრასტრუქტურის ორგანიზებაში და მოგცემთ საშუალებას, თავი აარიდოთ ზედმეტ ხარჯებს არა მხოლოდ ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც. გააკეთეთ ეკონომია და გაზრდეთ მოგება ActiveCloud-ის მომსახურებების მეშვეობით!
გადაწყვეტილებების ნიმუშები მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის
გახადეთ თქვენი საიტი გაყიდვადისაიტი თქვენი კომპანიის სავიზიტო ბარათია ინტერნეტ სივრცეში. ვებ-რესურსის მეშვეობით კლიენტების მარტივად მოძიებასა და მათთვის საკუთარი მომსახურებების შეთავაზებას შეძლებთ. როგორც წესი, საიტის შექმნა მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს - $400-დან $2000-მდე. ActiveCloud გთავაზობთ ასეთი ხარჯების მომგებიან ალტერნატივას - SiteBuilder. ეს არის საიტების კონსტრუქტორი, რომლის მეშვეობით თქვენ შეძლებთ საიტის მხოლოდ 1 დღეში შექმნას, პროგრამირების ენის ცოდნის გარეშე, ხოლო SSL სერთიფიკატის დაყენება დაგეხმარებათ, მოიპოვოთ კლიენტების ნდობა და გაზარდოთ ონლაინ გაყიდვები.
საიმედო ჰოსტინგი თქვენი საიტისთვისტექნიკური მოედანის საიმედოობაზე ხშირად არის დამოკიდებული საიტის ჩატვირთვის სისწრაფე, ონლაინ-რეკლამების ეფექტურობა და კომპანიისადმი კლიენტების ერთგულება. თუ თქვენ გადაწყვიტეთ საკუთარი საიტის შექმნა, ActiveCloud გთავაზობთ საიმედო ჰოსტინგს. აირჩიეთ ჩამოთვლილი მომსახურებების ნებისმიერი სატარიფო გეგმა და დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი საიტი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.
ახალი ბიზნესის სწრაფი დაწყებასაკუთარი ბიზნესის დაწყების შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ თანამშრომლებთან ურთიერთობის დალაგება და მათი საქმიანობის კონტროლი. ActiveCloud-ის გადაწყვეტილებები დაგეხმარებათ სამუშაო ადგილის სწრაფად მოწყობასა და პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებაში, რომელიც დავალებების განსაზღვრასა და შესრულების კონტროლის საშუალებას მოგცემთ. ახლა ის მომსახურებები, რომლებიც გამოიყენება Enterprise-კლიენტების მუშაობისთვის, ხელმისაწვდომია მცირე ბიზნესისთვისაც!
დისტანციური მუშაობა - ორგანიზება და კონტროლითუ თქვენთვის მნიშვნელოვანია დავალებების შესრულების სიზუსტე და დისტანციური სამუშაოს შესრულების სისწრაფე, ყურადღება მიაქციეთ კორპორატიულ ფოსტასა და DaaS მომსახურებებს. ეს გადაწყვეტილებები დაგეხმარებათ მიზნების დასახვასა და მათი განხორციელების მონიტორინგში, ასევე, სამუშაო მაგიდების განთავსებაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც არის ინტერნეტთან წვდომა.
ეკონომია კორპორატიულ სერვერზეინფორმაციის შესანახად ოფისში არსებულ სერვერებს იყენებთ? გადაიტანეთ თქვენი მონაცემები "ღრუბელში"! თქვენ მოგებული დარჩებით ტექნიკური მხარდაჭერის, აღჭურვილობის მოდერნიზაციის და ელექტროობაზე გაკეთებული ეკონომიის თვალსაზრისით. შესაძლებელია CloudServer-ის რესურსების გაზრდა ან შემცირება საჭიროების შემთხვევაში. მომსახურების მიწოდების ავტომატიზირებული პლატფორმის ხარჯზე ActiveCloud სერვერების სიმძლავრეების ცვლის, მონაცემთა შენახვის მომსახურების ჩართვის, მყარ დისკზე უფრო მეტი სივრცის შესყიდვის საშუალებას იძლევა - სწორედ ამაში მდგომარეობს ActiveCloud-ის მასშტაბირებული პლატფორმის განსაკუთრებულობა. ამას გარდა, თქვენი კომპანიის ყველა მონაცემი შეინახება საიმედო სერვერებზე, რათა გამოირიცხოს მნიშვნელოვანი ინფორმაციის კარგვის რისკი.
თავი აარიდეთ პრობლემებსხშირად გექმნებათ ავარიული სიტუაციები სერვერებთან დაკავშირებით და არ იცით, რამდენად არის შენახული თქვენი მონაცემები? ActiveCloud-ის შეუძლია შექმნას თქვენი სერვერის "სარკე" მინიმალური კონფიგურაციით. მასშტაბირების ტექნოლოგიები საშუალებას მოგცემთ საჭიროების შემთხვევაში გაზარდოთ ან შეამციროთ "სარკის" რესურსები: პროცესრი, ადგილი დისკზე, ოპერატიული მეხსიერება. ძირითად მოედანზე არსებული აღჭურვილობის წყობილებიდან გამოსვლის შემთხვევაში, "სარკე" თავზე აიღებს სრულ დატვირთვას და მნიშვნელოვანი ფაილები არ დაიკარგება.
პროფესიონალური მხარდაჭერა და ადმინისტრირებაActiveCloud-ის საშუალებით, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ შეძენილი მომსახურებების ტექნიკური მხარდაჭერის ხარისხში. ადმინისტრირება, როგორც მომსახურება, შეამცირებს თქვენს ხარჯებს ტექნიკურ სპეციალისტებზე და ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში დაგიზღვევთ დანაკარგებისგან.
არსებული IT ზღუდავს თქვენს პოტენციალს?IT ინოვაციების დანერგვის აუცილებლობა მაშინ იჩენს თავს, როდესაც კომპანიას ზრდის პერსპექტივებსა და არსებული შესაძლებლობების გამოყენებას შორის არჩევანის გაკეთება უწევს. იცით თუ არა, როგორ იყენებენ საკუთარ შესაძლებლობებს თქვენი კონკურენტები? ActiveCloud-ის გადაწყვეტილებების დანერგვით, თქვენ ცალსახად გეძლევათ უპირატესობა ადგილობრივ ბაზარზე, კლიენტებთან მუშაობის ეფექტურობის ზრდისა და საშტატო ერთეულის გაფართოვებაზე გაკეთებული ეკონომიის ხარჯზე.
უზრუნველჰყავით თქვენი ბიზნესის უსაფრთხოებათქვენი კომპანიის ოფისში არსებული კორპორატიული სერვერი არ არის დაზღვეული არასანქცირებული წვდომისგან. ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის გამოყენების შემთხვევაში, კორპორატიულ მონაცემებზე წვდომა მხოლოდ თქვენ და თქვენი კომპანიის თანამშრომლებს გექნებათ? ხოლო მონაცემთა უსაფრთხოება გარანტირებულია. ინფორმაციის „ღრუბელში“ შენახვის საიმედოობა განსაზღვრავს ბიზნესისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების დონეს. დატა-ცენტრში სერვერების სტაბილური მუშაობა უზრუნველყოფილია დაცვის ავტონომიური სისტემებით, ცეცხლსაქრობი სისტემებითა და ელექტროკვებით. ტექნიკური მხარდაჭერა და მონიტორინგი 24/7, ასევე ტექნიკური პროცესების რეგულირება უზრუნველჰყოფს ინფორმაციის შენახვის საიმედოობის უპრეცედენტო დონეს.
იზრუნეთ კლიენტების უსაფრთხოებაზესაგადასახადო ცენტრის შექმნისას ყურადღება გაამახვილეთ ტრანზაქციის უსაფრთხოებაზე. SSL მომსახურება უზრუნველჰყოფს ინტერნეტ ქსელში მონაცემთა გადაცემას კლიენტსა და სერვერს შორის. ამას გარდა, სერთიფიკატი საიტის სტუმარს ანახებს, რომ შესაძებელია თქვენი კომპანიის ნდობა. SSL-სერთიფიკატის დაყენებას ახორციელებენ ActiveCloud-ის სპეციალისტები.
ფიქრობთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები მხოლოდ მსხვილ ბიზნესებს სჭირდებათ?კომპანია ActiveCloud თქვენი აზრის შეცვლაში დაგეხმარებათ! ჩვენ მზად ვართ გადმოვთარგმნოთ ისეთი მომსახურებები, როგორებიცაა მაგალითად IaaS, DaaS, SaaS იმ ენაზე, რომელიც თითოეული ჩვენი კლიენტისთვის გასაგები იქნება, ასევე, დაგეხმაროთ მათი უპირატესობის გაგებაში და მოვახდინოთ კონკრეტულ ბიზნესთან ადაპტირება. ააშენეთ თქვენი ბიზნესის IT-ინფრასტრუქტურა რამდენიმე წუთში მართვის პანელიდან, მოახდინეთ დისტანციური მუშაობის ეფექტური ორგანიზება თანამშრომლების ნებისმიერ რაონეობაზე, შექმენით პროფესიონალური საიტები პროგრამირების ენის ცოდნის გარეშე! ასევე, შესაძლებელია ადვილად იქირაოთ პროგრამული უზრუნველყოფა და ამით გაწიოთ ეკონომია თითოეულ კომპიუტერზე. თანამედროვე ტექნოლოგიების ფეხდაფეხ მიყოლა იმაზე მარტივია, ვიდრე გგონიათ.
თქვენი ბიზნესის ინფორმაციული უსაფრთხოებასერვერი ოფისში თუ დატა-ცენტრში? ინფორმაციის „ღრუბელში“ შენახვის საიმედოობას განსაზღვრავს ინფორმაციული უსაფრთხოების ახალი დონე ბიზნესისთვის. დატა-ცენტრში სერვერების მუშაობის სტაბილურობა უზრუნველჰყოფილია დაცვის ავტონომიური სისტემით, ცეცხლის ჩამქრობითა და ელექტროენერგიის წყაროთი. ტექნიკური მხარდაჭერა და მონიტორინგი 24/7 საათიან რეჟიმში და ტექპროცესების სრული რეგლამენტაცია უზრუნველჰყოფს ინფორმაციის შენახვის საიმედოობის შეუდარებელ დონეს. კორპორატიული სერვერი თქვენი კომპანიის ოფისში ფიზიკურად დაუცველია არასანქციონირებული წვდომისგან. ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის გამოყენების შემთხვევაში მხოლოდ თქვენ და თქვენი კომპანიის თანამშრომლებს ექნებათ წვდომა კორპორატიულ მონაცემებთან, ხოლოდ მონაცემთა დაცულობა გარანტირებულია.
|












