ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები SaaS და პროფესიონალური ჰოსტინგი საქართველოში

პარტნიორებს და რესელერებს

გსურთ მეტის გამომუშავება? ამის გაკეთება მარტივია ActiveCloud-ის პარტნიორული პროგრამების მეშვეობით!

პარტნიორული პროგრამების შემუშავებისას, ჩვენ ორიენტირებულები ვიყავით იმ ხალხზე, ვისი საქმიანობაც ასე თუ ისე ინტერნეტ-სფეროსთან არის დაკავშირებული: ვებ-დეველოპერები, სისტემური ადმინისტრატორები, ან ფრილანსერები. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ IT სფეროს იმ მუშაკებზე, რომლებიც ემსახურებიან რამდენიმე კომპანიას ერთროულად (ე.წ. „ადმინისტრატორები გამოძახებით“) და აწესრიგებენ კორპორატიულ ქსელს, ან ახდენენ პროგრამული გადაწყვეტილებების ინტეგრირებას.

ActiveCloud-ის პარტნიორული პროგრამები განსხვავებულია იმით, რომ ორიენტირებულია კლიენტების სხვადასხვა კატეგორიებზე. ინტერესების გათვალისწინებით, თქვენ შეძლებთ საკომისიოს მიღებას როგორც რეკომენდაციებისა და კონსულტაციების, ასევე ვებ-რესურსებზე რეკლამების განთავსებისთვის.

თანამშრომლობა პროგრამით «White Label» თქვენთვის შესაფერისია იმ შემთხვევაში, თუ გსურთ გამოიყენოთ ქროს-გაყიდვების ტექნოლოგია და პარტნიორული კავშირები: პარტნიორობის ეს ტიპი სრულიად ანონიმურია: თქვენ შეგეძლებად თავად დააწესოთ ფასები მომსახურებებზე, გამართოთ აქციები და მოახდინოთ ფასდაკლებები.

მაღალი ინტენსივობის მოხმარებისა და სპეციალიზირებული საიტების მფლობელებს შეუძლიათ გამოიყენონ სარეკლამო საშუალებები თავისი მოედნისთვის, რათა მიიღონ უფასო მომსახურება ActiveCloud-ისგან ან ხარჯების შემცირება.

დაწვრილებით შეიტყვეთ ActiveCloud პარტნიორობის უპირატესობები!

მიიღეთ შემოსავალი მომხმარებელთა ბაზის საშუალებით

გამოიყენეთ თქვენი კლიენტების ბაზა კომპლექსური მომსახურებების გასაყიდად: ვებ-სტუდიებს საიტის შემუშავებასთან ერთად შეუძლიათ ჰოსტინგის, ხოლო სისტემურ ინტეგრატორებს - „ღრუბელში“ პროგრამული გადაწყვეტილების შეთავაზება. ეს თქვენს მომსახურებებს მეტ ღირებულებას შესძენს და რაც მთავარია, გაზრდის თქვენს შემოსავალს.

რეკომენდებული მომსახურებები:

Channel-კონსულტანტი

ტრაფიკის მონეტიზაციის უპირატესობა

ActiveCloud-თან პარტნიორობა სარეკლამო ქსელებთან: Яндекс, Google AdSense ან Begun თანამშრომლობის ხელსაყრელი ალტერნატივაა. რატომ? თქვენ საკუთარ საიტზე ActiveCloud-ის რეკლამის განთავსებას და უფრო მეტი საკომისიოს მიღებას შეძლებთ.

ყველა სარეკლამო მასალას გაწვდით ჩვენ, თქვენ მხოლოდ მათ განვითარებაზე ზრუნვა მოგიწევთ.

რეკომენდებული მომსახურებები:

Channel-რეფერალი

გახდით ჰოსტერი ინვესტიციების გარეშე

იმისთვის, რომ გახდეს ჰოსტინგ-პროვაიდერი, კომპანია უზარმაზარ დანაკარგებს აწყდება: გაყიდვების ავტომატიზაციის სისტემის შექმნა, ტექნიკის მომწოდებელთა მოძიება, CRM-სისტემების ყიდვა და მომართვა, ოფისის იჯარა და ბოლოს, დამატებითი თანამშრომლების დაქირავება. ბიზნესის აწყობაზე წლები გადის, ActiveCloud-ის მეშვეობით კი თქვენ ამის გაკეთებას ერთ კვირაში შეძლებთ.

ჩვენ გთავაზობთ ActiveCloud პლატფორმის სრულ რებრედინგ - თქვენ არ მოგიწევთ ტექნიკურ დეტალებზე ფიქრი და შეძლებთ თქვენი საქმიანობის კონსულტაციებზე და მომსახურებათა პოზიციონირებაზე კონცენტრირებას.

რეკომენდებული მომსახურებები:

White Label

თქვენთვის ხელსაკრელი სარეკლამო პარტნიორობა

თქვენ გაქვთ პოპულარული საიტი და გსურთ ჰოსტინგზე ხარჯების შემცირება? ActiveCloud გთავაზობთ ურთიერთსასარგებლო სარეკლამო პარნიორობას, რომელიც ჰოსტინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერაზე ხარჯების თავიდან არიდების საშუალებას მოგცემთ. დარწმუნებულები იყავით: შემოთავაზებული მომსახურებები არაფრით არ განსხვავდება ფასიანი მომსახურებებისგან.

რეკომენდებული მომსახურებები:

სარეკლამო პარტნიორობა
გადაწყვეტილებები
თანამშრომლობა
შემოგვიერთდით
ტექნოლოგიები
ქიაჩელის ქ.26
საქართველო, თბილისი, 0108
როგორ გვიპოვოთ?
+995 32 255-99-28, ფაქსი:255-99-27
e-mail: sales@activecloud.ge
საკონტაქტო ინფორმაცია