თანამშრომლობა
ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ვარიანტები განიხილება ორივე მხარის მარკეტინგის სპეციალისტების მიერ.
თანამშრომლობის ვარიანტები
ბანერების განთავსება - თანხმდება თქვენს საიტზე სარეკლამო ბანერის განთავსების ადგილი. შესაძლებელია მოხდეს რეკლამის ფორმატის თქვენი პროექტის დიზაინთან ადაპტირება.
სიახლეების განთავსება - ეს ვარიანტი აწყობს იმ რესურსებს, რომლებსაც აქვთ ინფორმაციულ განყოფილება. თუ თვენს მომხმარებელს აინტერესებს ჩვენი კომპანიის სიახლეები, ჩვენ შეგვიძლია მოვილაპარაკოთ მათ განთავსებაზე.
ოფლაინ-მხარდაჭერა - თუ თქვენ გაქვთ სპეციალური პერიოდიკა, მკითხველთა აუდიტორია, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს, შეგიძლიათ მასში ჩაურთოთ ჩვენი ინფორმაციული ბლოგი.
ფირმული სიმბოლიკა - ეს ვარიანტი იდეალურია კომპანიებისთვის, რომლებიც პერიოდულად აწყობენ სხვადასხვა ღონისძიებებს ბიზნეს ან IT სფეროში. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ჩვენი POS-მატერიალების გამოყენების შესაძლებლობა ან როგორც სპონსორებმა, მონაწილეობა მივიღოთ ღონისძიებაში.
თუ თქვენ გაგიჩნდებათ სხვა იდეები, მოგვწერეთ - ჩვენ მზად ვართ განსახილველად!
რატომ არის ჩვენთან მუშაობა ხელსაყრელი?
Active მუდმივად აუმჯობესებს პარტნიორებთან და კლიენტებთან მუშაობის სისტემას. ჩვენთან მუშაობის მთავარი პლიუსია - ზუსტი და პარიტეტული პარტნიორული პირობები. ამას გარდა, შემოთავაზებული ჰოსტინგი და IT გადაწყვეტილებები არ განხვავდება ფასიანი მომსახურებებისგან და თან ახლავს კვალიფიციური ტექნიკური მხარდაჭერა.
ბანერების პარტნიორების საიტზე განსათავსებლად ჩვენ ვიყენებთ საკუთარ ბანერ-გამცვლელ ქსელს, რაც მნიშველოვნად ამცირებს თქვენი სპეციალისტების დროის კარგვას მიწოდებულ სარეკლამო მასალებთან მუშაობისას.
Active სწრაფად ვითარდება, ნერგავს ახალ მომსახურებებს და აუმჯობესებს პარტნიორებთან და კლიენტებთან მუშაობას. კომპანიის საიმედოობაზე შეგიძლიათ იმსჯელოთ ჩვენს ტექნიკურ მოედანზე არსებული საიტების რაოდენობით: დაახლოებით 15 000 ამ დროისთვის. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანები აღნიშნულია განყოფილებაში «ჩვენი კლიენტები».
Active-თან თანამშრომლობა ხელსაყრელია - თქვენ შეძებთ თქვენი თანამშრომლების მუშაობის ეფექტურობის ზრდას ან საიტის მუშაობის გაუმჯობესებას, ამასთან არ დახარჯავთ არც ერთ თეთრს! პარტნიორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაგვიკავშირდით მეილით email partner@activecloud.ge.












