ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები SaaS და პროფესიონალური ჰოსტინგი საქართველოში

პარტნიორული პროგრამა

Channel Partner –არის თანამშრომლობის ტიპი, რომლის მეშვეობით, საკუთარ ძირითად მომსახურებებთან ერთად, თქვენ რეკომენდაციისა და კონსულტაციის გზით, ასევე თქვენს საიტზე განთავსებული რეკლამის საშუალებით, სთავაზობთ კლიენტებს ActiveCloud-ის მომსახურებებს. არსებობს კლიენტების მოზიდვის 2 გზა.

Channel-რეფერალი

მიმართულია ინტერნეტ-რესურსების მფლობელებისკენ, რომლებსაც სურთ რეკლამის განთავსების გზით კლიენტების მოზიდვა. ყველა სარეკლამო მატერიალს განთავსებისთვის გაწვდით ჩვენ, ხოლო თქვენ იღებთ განსაზღვრულ პროცენტს მომსახურების ღირებულებიდან, რომელიც კლიენტმა შეუკვეთა ბმულზე გადმოსვლის გზით. შედეგად, კლიენტმა ტარიფული გეგმა რომც შეცვალოს, თქვენ მიიღებთ საკომისიოს ერთი წლის განმავლობაში. ჩვენი რეკლამის საიტზე განთავსება - ეს არის გარანტია იმისა, რომ კლიენტები, რომლებიც თქვენი ბმულის მეშვეობით გადმოვლენ ჩვენს გვერდზე, თქვენვე მოგიტანთ შემოსავალს.

Channel-კონსულტანტი

რეკომენდებულია მათთვის, ვინც დაინტერესებულია აქტიურ გაყიდვებსა და კლიენტებთან პირდაპირ კონტაქტში. თქვენი მოგება გათვლილი იქნება როგორც მომსახურების ღირებულების პროცენტი, რომელიც შეუკვეთა კლიენტმა თქვენი კონსულტაციის შედეგად . თქვენ შეგიძლიათ ActiveCloud-ის მომსახურებებს რეკომენდება გაუწიოთ, ან შეუკვეთოთ გადაწვეტილება კლიენტის სახელით: უნიკალური პარტნიორი კოდის მითითების შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებთ მოგებას.


გამოიყენეთ კლიენტების მოზიდვის ორი მეთოდი და მიიღეთ ორმაგი მოგება ActiveCloud-თან თანამშრომლობით!
შეიტყვეთ ჩვენი უპირატესობების შესახებ ან გაიარეთ სწრაფი რეგისტრაცია.

რეგისტრაციის პროცესი ორი ეტაპისგან შედგება:

განაცხადის წარდგინება

სარეგისტრაციო ფორმის შევსება. აღნიშნული პროცედურის შემდეგ მითითებულ საკონტაქტო e-mail-ზე მოდის შეტყობინება რეგისტრაციის შესახებ და ყველა საჭირო ინფორმაცია პარტნიორული ექაუნთის აქტივაციისთვის.

პარტნიორული ხელშეკრულების გაფორმება

ხელშეკრულებაში მოყვანილია პარტნიორობის პირობები და მომსახურების ტიპის გათვალისწინებით საკომისიოს პროცენტი. ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებთან.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თქვენ ხდებით Active-ის სრულუფლებიანი პარნიორი, რის შემდეგაც შეძლებთ შეაფასოთ პარტნიორული პროგრამის «Сhannel Partner» ყველა უპირატესობა.
გადაწყვეტილებები
თანამშრომლობა
შემოგვიერთდით
ტექნოლოგიები
ქიაჩელის ქ.26
საქართველო, თბილისი, 0108
როგორ გვიპოვოთ?
+995 32 255-99-28, ფაქსი:255-99-27
e-mail: sales@activecloud.ge
საკონტაქტო ინფორმაცია