განახლებული CloudServer ინფრასტრუქტურის მართვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა
3 ოქტომბრის 2011
კომპანია ActiveCloud, რომელიც შედის კომპანია Softline-ის ჯგუფის შემადგენლობაში, გაცნობებთ, რომ 2011 წლის 3 ოქტომბრიდან ხელმისაწვდომია CloudServer მომსახურების განახლებული ვერსია — გამოთვლითი მანქანების გაქირავება საკუთარი ინფრასტრუქტურის „ღრუბელში შესაქმნელად (IaaS).
ახლა, წამობრივი ტარიფიკაციისა და რესურსების დამოუკიდებლად მართვის (გაზრდა, შემცირება) ხარჯზე, ჩვენს კლიენტებს მომსახურებაზე და ხარჯებზე სრულ კონტროლი გააჩნიათ. მაქსიმალური მწარმოებლურობა უზრუნველყოფილია პროცესორის 16 ბირთვია და 48 გბ მეხსიერების ხარჯზე (96 გბ-მდე სპეციალური მოთხოვნის შემთხვევაში), 1 ვირტუალურ მანქანაზე. ამასთან, ვირტუალური მანქანების რაოდენობა შეუზღუდავია.
CloudServer-ის შეკვეთისა და გამართვის პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია. თვალნათელი სლაიდერის მეშვეობით, შესაზლებელია 300-ზე მეტი მწარმოებლურობის კომბინაციიდან ერთი თქვენთვის სასურველის შერჩევა, საკმარისია მხოლოდ:
— შეირჩეს ოპერაციული სისტემა (Windows Web Server, Windows 2008 Standard, Windows Enterprise, Windows Datacenter, Debian, CentOS, Ubuntu, Fedora, და სხვა);
— მიეთითოს ვირტუალური მანქანის პარამეტრები (RAM-ის მოცულობა, ფიზიკური ბირთვების რაოდენობა CPU, მონაცემთა შენახვის სისტემის (მშს) ტიპი).
ვირტუალური მანქანები აქტივირდებიან ავტომატურად. შემდგომში, მოსახერხერხებელი ვებ-ინტერფეისის მეშვეობით შეძლებთ მართოთ სერვერები და მოახდინოთ კონფიგურაცია რეალურ დროში.
CloudServer -ის მნიშვნელოვანი თვისება არის ის, რომ თქვენ შეგიზლიათ აირჩიოთ მონაცემთა შენახვის სისტემის (მშს) ტიპი SATA, SAS და SSD-დისკების მასივების საფუძველზე: «სტანდარტი» — სტატიკური მონაცემებისა და ოპერაციული სისტემის შენახვისთვის, «სწრაფი» — მონაცემთა ბაზებისთვის, სერვერებისთვის და დანართებისთვის, «ულტრა» — მაღალი დატვირთვის პროექტებისა და სისტემებისთვის.
განსაკუთრებული ყურადთება ეთმობა უსაფრთხოებას. თითოეული კლიენტისთვის ვირტუალური ქსელის (VLAN), მონაცემთა სარკირებისა და რეზერვული კოპირების (სნეპშოთები), ვებ-ინტერფეისის გარდა, CloudServer იძლევა რამდენიმე წუთში მაღალი წვდომის კლასტერის მომართვის საშუალებას, რომელსაც გააჩნია დატვირთვის ბალანსირების სხვადასხვა ალგორითმი. აღნიშნული ფუნქცია უზრუნველჰყოფს ნებისმიერი დონის ბიზნესის უწყვეტ მუშაობას.
CloudServer-ის უპირატესობები:
— ვირტუალური მანქანის, ან მთელი ინფრასტრუქტურის შექმნის და კლონირების პროცესი მთლიანად ავტომატიზირებულია;
— სერვერის სიმძლავრის სწრაფად და მარტივად გაზრდის შესაძლებლობა პიკური დატვირთვის პერიოდში; ასევე, სიმძლავრის დაკლება დატვირთვის შემცირებისას და ამასთან ფულის ეკონომია.
— წამობრივი ტარიფიკაცია ანგარიშებით ხარჯების დეტალური კონტროლის საშუალებას იძლევა.
— SLA-ს მაღალი დონე და ადმინისტრირება სერვერების საიმედოობის გარანტიას იძლევა.
— დანართების პროგრამირების ინტერფეისი (API) იძლევა ინფრასტრუქტურის ყველა პროცესების ავტომატიზირების საშუალებას ჩვეული ინსტრუმენტების მეშვეობით: PHP, Java, Ruby და სხვა.
CloudServer მომსახურება არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა კონტენტ-პროექტების, მონაცემთა ბაზების და ბიზნეს-დანართების განსათავსებლად, ისეთის, როგორებიცაა 1С, Sharepoint და სხვა. დესკტოპ-დანართებთან წვდომის ორგანიზაციისთვის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ავსებს თანმხლები მომსახურება ActiveCloud — მომსახურება (DaaS) დისტანციური სამუშაო მაგიდების, რომელიც მომხმარებლის სამუშაო ადგილთან, დოკუმენტებთან და დანართებთან 24 საათიან წვდომას უზრუნველჰყოფს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, სადაც არის ინტერნეტი.
ახალი მომსახურების მუშაობის შესაფასებლად, კომპანია, მოთხოვნისამებრ, სრულ დემონსტრაციულ წვდომას* სთავაზობს მომხმარებელს, მოხმარების დროის შეზღუდვით.
სპეციალური შემოთავაზება: 5000 უნიტის (და ზემოთ) ღირებულების ერთიანი გადახდის შემთხვევაში, თქვენს ანგარიშზე ჯდება დამატებითი 500 უნიტი. 10 000 უნიტის შეკვეთის შემთხვევაში, თქვენ ბონუსად მიიღებთ 1000 უნიტს სრულიად უფასოდ.
გაიგეთ CloudServer ყველა უპირატესობის შესახებ ახლავე!
* დემო-წვდომის მისაღებად მიმართეთ გაყიდვების დეპარტამენტს.
** ექვივალენტი 308 ლარი.
*** ექვივალენტი 617 ლარი.
ახალი ამბები 2011 წლის ყველა ინფორმაცია
Usability User eXperience Russia 2011 ცენტრში
„კორპორატიული ფოსტის“ მომსახურების ტექნოლოგიებისა და ტარიფული გეგმების განახლება
განახლებული CloudServer ინფრასტრუქტურის მართვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა
ღია არაკომერციულ საგანმანათლებლო პროექტს "ახალი ინოვაციური სკოლა" — ერთი წელი
ჰოსტერი გღალატობთ? ActiveCloud აგინაზღაურებთ ხარჯებს!
Dev Generation 2011— ის გამარჯვებულმა პროექეტმა QReal მიიღო $100,000
Plesk Panel 10 — Active-ის სერვისების მართვა უფრო მარტივი გახდა
Runa Capital-ის ინვესტიციების მიმღებმა "ღრუბელში" მუშაობა გადაწყვიტა
ActiveCloud — ოფიციალური პარტნიორი VMware Service Provider Program -ის მიხედვით
სისადმინების შეკრება 2011 - ომი ლეიმერებისა და მოწყენილობის წინაარმდეგ!
შეუკვეთეთ ვებ-საიტი და მიიღეთ პროფესიონალური ჰოსტინგი უფასოდ!
Hivext Cloud Platform — ვებ-შემუშავება გადადის ღრუბელში
ActiveCloud VSPP სტატუსით: ვირტუალიზაციის ახალი გადაწყვეტილებები
ActiveCloud-ის პარტნიორული პროგრამები. გახდით „ღრუბლოვანი“ მომსახურების მომწოდებელი
დანიშნულია კომპანია ActiveCloud-ის რუსეთის წარმომადგენლობის ახალი გენერალური დირექტორი
"კორპორატიული ფოსტა" — თქვენი ბიზნესის საფუძველი
სოფთლაინ საქართველოს სასტარტო აქცია — ხარჯების კომპენსაცია ActiveCloud-ისგან
Softline Cloud Services გთავაზობთ enterprise-ჰოსტინგის მომსახურებას
Softline ატარებს კონფერენციას ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის.
Softline SAP-ის საუკეთესო პარტნიორი ნომინაციაში "ყველაზე მეტი შეთანხმება 2010 წელს"
კომპანიებმა Softline და ActiveCloud SPLA პროგრამის მიხედვით ღრუბელში 50-ზე მეტი კონპანია გადაიყვანეს
პირველად საქართველოში ხელმისაწვდომია ჰოსტინგის ახალი სახეობა!











