ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები SaaS და პროფესიონალური ჰოსტინგი საქართველოში

იურიდიული ინფორმაცია

წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილი წესები შეეხება საიტ ActiveCloud-ს . ყველა კლიენტსა და ვიზიტორს. თუ თქვენ ხართ კომპანიის კლიენტი ან ვიზიტორი, ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ყველა ჩამოთვლილ პირობას. კომპანიას სრული უფლება აქვს შეცვალოს მოცემული წესები ნებისმიერ დროს თავისი შეხედულებისამებრ და კლიენტებთან შეთანხმების გარეშე. წესებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, კომპანიის პერსონალს შეუძლია შესამაბისი ზომები გამოიყენოს წესების დამრღვევ პირთა მიმართ. წესების სისტემატურად დარღვევის შემთვევაში, თუ მათი დარეგულირება შეუძლებელია სიტყვიერი შეთანხმებით, დარღვევები გაფორმდება სარჩელის განაცხადის სახით და გადაეცემა სასამართლოს.

ActiveCloud -ს მოცემულ საიტზე ინფორმაციას წარადგენს მხოლოდ გაცნობისათვის და პასუხისმგებლობას არ აგებს როგორც მოცემულ დოკუმენტში, ასევე საიტის ტექსტებში დაშვებულ შესაძლო შეცდომებზე. უნდა გახსოვდეთ, რომ შეიძლება მოხდეს საიტის ზოგიერთი გვერდის განახლება და კორექტირება წინასწარი გაფრთხილების ან მოცემულ წესებში ასახვის გარეშე. კომპანია ასევე არ აგებს არავითარ პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ ზეპირად ან სხვა სახით საიტის ინფორმაციის დამახინჯებაზე.

კომპანიის საიტზე მოხსენებული ბმულებით მესამე პირების საიტებზე გადასვლისას ActiveCloud -ი პასუხისმგებელი არ არის იმ შესაძლო ზარალზე, რომელიც მესამე პირის საიტი კლიენტის ან ვიზიტორის კომპიუტერს მიაყენებს.

შეტყობინებები აქციების შესახებ, კომპანიის შემდგომი ქმედებების გეგმები, სატარიფო გეგმებში მოსალოდნელი ცვლილებები, მომსახურებაზე ფასის ცვლილება და სხვა ფინანსური ინფორმაცია შეიძლება არ შეესაბამებოდეს რეალობას დროის მიხედვით. ამ შემთხვევაში კომპანია არ არის ვალდებული საიტის კლიენტებსა და ვიზიტორებს აუნაზღაუროს მიყენებული მატერიალური ან მორალური ზარალი, თუ ეს და დათქმული არ არის კლიენტასა და ActiveCloud შორის მომსახურების მიწოდების შესახებ დადებულ შეთანხმებაში.

მოცემულ საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის ლოგოტიპები სავაჭრო ნიშნები და მომსახურების ნიშნები წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას და იკრძალება გადაბეჭვდა, გადამუშავება, ეთერში გადაცემა და საზოგადოდ გახმოვანება კომერციული მიზნებისათვის. თუ არსებობს მოცემული საიტის ინფორმაციის ნებისმიერი სახით გახმოვანების აუცილებლობა, ვალდებული ხართ მიუთითოთ ინფორმაციის პირველწყარო, როგორც გახმოვანებული ინფორმაციის ერთადერთი მფლობელი.

გადაწყვეტილებები
თანამშრომლობა
შემოგვიერთდით
ტექნოლოგიები
ქიაჩელის ქ.26
საქართველო, თბილისი, 0108
როგორ გვიპოვოთ?
+995 32 255-99-28, ფაქსი:255-99-27
e-mail: sales@activecloud.ge
საკონტაქტო ინფორმაცია