მოხმარების წესები
ჩვენი კომპანიისათვის მნიშვნელოვანია, რომ კლიენტმა პასუხისმგებლობითა და კორექტულად ისარგებლოს ჩვენი მომსახურებით. მომხმარებლის უმეტესობა იცავს ამ მოთხოვნებს და არ საჭიროებს აღნიშნული წესების შეხსენებას. მიუხედავად ამისა, არსებობს ActiveCloud-ის მომსახურების დაუშვებელი გამოყენების მაგალითები, რის შედეგად იბლოკება კლიენტის საიტი და უქმდება მასთან დადებული ხელშეკრულება, ამასთან, დარჩენილი ფულადი სახსრები კლიენტს არ უბრუნდება.
ეტიკეტის დარღვევა
მომსახურების გაწევის ხელშეკრულების პ.პ. 3.2.4-ის თანახმად, აკრძალულია:
- ვირუსების პროგრამის შემცველი ნებისმიერი ინფორმაციის გადაცემა და გამოქვეყნება;
- ელექტრონული ფოსტით მოუთხოვნელი სარეკლამო ან სხვა ინფორმაციის (სპამის) მასიური გადაგზავნა;
- ინტერნეტ-ქსელში მონაცემთა გადაცემისას IP მისამართისა და ქსელურ პროტოკოლებში გამოსაყენი სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების ფალსიფიცირება;
- ინტერნეტ–ქსელის ელემენტების (კომპიუტერების, სხვა აღჭურვილობისა ან პროგრამული უზრუნველყოფის) გამართული ფუნქციონირების დარღვევისაკენ მიმართული მოქმდების განხორციელება;
მესამე პირთა უფლებების დარღვევა
მომსახურების გაწევის ხელშეკრულების პ.პ. 3.2.4-ის თანახმად, აკრძალულია:
- საავტორო უფლებებით მთლიანად ან ნაწილობრივ დაცული ინფორმაციის გამოქვეყნება ან გადაცემა მფლობელის ნებართვის გარეშე;
კანონის დარღვევა
მომსახურების გაწევის ხელშეკრულების პ.პ. 3.2.4-ის თანახმად, აკრძალულია:
- ნებისმიერი ინფორმაციის გადაცემა ან გამოქვეყნება, რომლის გავრცელება ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას ან საერთაშორისო სამართლის ნორმებს;
- ინტერნეტ-ქსელის რესურსებზე (კომპიუტერების, სხვა აღჭურვილობისა ან საინფორმაციო რესურსზე) არასანქცირებულ დაშვებისაკენ მიმართული ქმედების ჩადენა, ამგვარი დაშვების შემდგომი გამოყენება და აგრეთვე, აღნიშნულ რესურზე მონაცემების განადგურება ან მათი მოდიფიკაცია;
- პორნოგრაფიული ხასიათის მქონე მასალების გადაცემა და გამოქვეყნება;
- საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული სხვა ქმედებების ჩადენა;
სერვერის რესურსების დაუშვებელი გამოყენება
მომსახურების გაწევის ხელშეკრულების პ.პ. 3.2.4-ის თანახმად, აკრძალულია:
- შემსრულებლის სააპარატო ან სხვა პროგრამული საშუალებების შრომისუნარიანობის დარღვევის გამომწვევი მოქმედებების განხორციელება და ასევე, სხვა მომხმარებლის მიერ მომსახურების მიღებისთვის წინააღმდეგობების შექმნა;
- ჰოსტინგის მომსახურების გამოყენება პროქსი-სერვერის, სერვერის ვირტუალური კერძო ქსელის (VPN), სახით და აგრეთვე ჰოსტინგ-აქაუნტზე პროქსი-სერვერებთან და VPN -თან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება;
ActiveCloud-ის მომსახურების შეკვეთით, თქვენ ეთანხმებით და იღებთ ვალდებულებას დაიცვათ აღნიშნული წესები.












